16:43 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 19:07:15, 1071 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ჩვენი თანამებრძოლების ნაწილის რიტორიკა აგრესიულია, რომელიც არ უხდება შიდა პარტიულ პაექრობას

ჩვენი თანამებრძოლების ნაწილის რიტორიკა აგრესიულია, რომელიც არ უხდება შიდა პარტიულ პაექრობას. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "მთავარ არხთან", ენმ-ს შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის ყოველთვის არის გულწრფელი საკუთარ ამომრჩეველთან.

"ძალიან საინტერესო, დაძაბული პერიოდი გველოდება წინ, სადაც მთავარია, რომ ჩვენმა მეგობრებმა უზრუნველყონ სწორი და სამართლიანი მექანიზმის დამკვიდრება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ნაციონალური მოძრაობის ათობით ათას გულშემატკივარს ჩართულები იყვნენ პროცესში. კამპანიის ფარგლებში მე გპირდებით, რომ ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული, მე არასდროს არ ვყოფილვარ არაგულწრფელი საკუთარ ამომრჩეველთან". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics