|
2022-11-12 17:55:05, 2161 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - შესაძლოა, რომ G20 სამიტის დროს რუსეთმა მასიური დარტყმა განახორციელოს
რუსეთი შესაძლოა სცადოს მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინაზე 15-16 ნოემბერს, როდესაც ბალიში G20-ის სამიტი გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს ძალიან უყვარს სიმბოლური თარიღები და G20-ის სამიტი სრულად აღიქმება ამ პარადიგმაში. "G20-ის სამიტი ახლოვდება, ძალიან მოსწონთ სადღაც ასეთ დღეებში რაღაც პროვოკაციის გამართვა", - განაცხადა იგნატმა. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი სამიტი 15-16 ნოემბერს ბალიში გაიმართება. მოწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინაც. სამიტზე მოწვეული იყო რუსეთის პრეზიდენტიც, თუმცა, ამ საკითხზე ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, 11 ნოემბერს კრემლმა განმაცხადა, რომ პუტინი სამიტში არ მიიღებდა მონაწილეობას, მის მაგივრად სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გაემგზავრებოდა. გარდა ამისა, თეთრმა სახლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლავროვს არ შეხვდება, რადგან აგრესორს ისე არ უნდა მოექცნენ, როგორც ადრე.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)