19:50 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-12 17:46:40, 2204 ნახვა

ომი უკრაინაში
კალასი - ცრემლები მომდის, როცა ვხედავ როგორ უბრუნდება თავისუფლება ხერსონს

ცრემლები მომდის, როცა ვხედავ როგორ უბრუნდება თავისუფლება ხერსონს,- ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი სოციალურ ქსელშ წერს.

მისი თქმით, ესტონელები სიამაყის, სოლიდარობისა და მხარდაჭერის ღრმა გრძნობით ადევნებენ თალს უკრაინელების სიმამაცეს.

"ცრემლები მომდის, როცა ვხედავ როგორ უბრუნდება თავისუფლება ხერსონს, როგორ ეხუტებიან უკრაინელები თავიანთ ჯარისკაცებს და როგორ ფრიალებს ლურჯი და ყვითელი ფერის დროშები.

ესტონელები სიამაყის, სოლიდარობისა და მხარდაჭერის ღრმა გრძნობით ადევნებენ თვალს თქვენს სიმამაცეს",- წერს კალასი.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს უკრაინაში რუსი ოკუპანტების სარდალმა, სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ რუსული არმია ტოვებდა ხერსონს.

გუშინ, 11 ნოემბერს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონი  უკრაინის კონტროლის ქვეშ ბრუნდებოდა, ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics