17:50 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-12 12:17:15, 1591 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი - რიგ ძალებს სურთ, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენონ საქართველოში რყევებისთვის და ამით ქვეყანა დააზიანონ

რიგ ძალებს სურთ, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენონ საქართველოში მუდმივი რყევებისთვის და ამით ქვეყანა დააზიანონ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, რატი იონათამიშვილმა „სტრატეგია აღამაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის არმინიჭებით, ქვეყნის შიგნით და გარეთ, „ომის პარტიებს“ ქაოსის გამოწვევა სურთ.

„ერთი მხრივ, საერთოდ არ არიან ჩართული სამუშაო პროცესში, ისინი საკუთარი ნებით გაიქცნენ პარლამენტიდან და ახლა მათგან საუბარი 12 პუნქტის არშესრულებაზე ყველაზე დაბალ პოლიტიკურ სტანდარტსაც სცდება, მაგრამ, არიან რიგი ძალები ვისაც სურთ, რომ კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენონო საქართველოში მუდმივი რყევებისთვის და ამით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. მათ ეს გეგმა ჰქონდათ ზაფხულში, როდესაც, ასევე, კანდიდატის სტატუსი თემით უნდოდათ არეულობა და ქაოსი გამოეწვიათ, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ მათ მტკიცე უარი უთხრა. როგორც ჩანს, ომის პარტიებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, არც იმის რესურსი არ აქვთ, რომ ამ შეცდომებზე გამოიტანონ დასკვნები, შესაბამისად, მათი ეს ზრახვები ახლაც უშედეგო იქნება“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ,,სტრატეგია აღმაშენებელის", ,,გირჩი მეტი თავისუფლება" და ,,დროას" ლიდერები ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ და მათთან გაერთიანებისკენ სხვა პარტიებსაც მოუწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics