19:49 - 20 Aug, 2026
|
2022-11-11 16:31:25, 1852 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის ტყვეობიდან 45 უკრაინელი მებრძოლი გათავისუფლდა
უკრაინამ ოკუპანტებისგან 45 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. ერმაკის თქმით, უკრაინამ ასევე დაიბრუნა დაღუპული დამცველის ორი ცხედარი. "მორიგი გაცვლა მოხდა - უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 ჯარისკაცი გაათავისუფლეს. მათ შორის არიან ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ბრძოლებში იცავდნენ ჩვენს სახელმწიფოს”,- წერს ერმაკი. შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს უკრაინამ რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 52 გაათავისუფლა. ამასთან, 3 ნოემბერს უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმართა ფართომასშტაბიანი გაცვლა მოხდა. სახლში 107 უკრაინელი დაბრუნდა, მათ შორის აზოვსტალის 74 მცველი.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)