|
2022-11-11 13:55:12, 1472 ნახვა
ომი უკრაინაში
ხერსონში ანტონოვსკის ხიდი ჩამოინგრა - ის, სავარაუდოდ, რუსებმა ააფეთქეს
ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებდა, ჩამონგრეულია. ნგრევა, სავარაუდოდ, აფეთქებამ გამოიწვია. როგორც unian წერს, აღნიშნულ ცნობებს და შესაბამის კადრებს რუსი პროპაგანდისტები ავრცელებენ. Komsomolskaya Pravda-ს ჟურნალისტი, ალექსანდრ კოცი გადაღებულ ვიდეოში აცხადებს, რომ ხიდი რუსებმა ააფეთქეს. მისი თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების უკანდახევის დროს, მდინარის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადასვლისას მოხდა. გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ანტონოვსკის ხიდის რამდენიმე ბილიკი და სვეტებს შორის მონაკვეთი ჩამონგრეულია. როგორც unian წერს, ანტონოვსკის ხიდი იყო მთავარი მარშრუტი ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროზე მტრის ჯარების დაჯგუფებისთვის ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გადასატანად.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)