|
2022-11-11 13:11:29, 1584 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ და ესპანეთი უკრაინას ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტებს გადასცემს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ესპანეთმა განაცხადეს, რომ უკრაინას ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტებს გაუგზავნიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას Avenger-ის საზენიტო იარაღს გადასცემს - ეს არის მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლებიც Stinger რაკეტებს ისვრის. რამდენი ასეთი ინსტალაცია გადაიცემა უკრაინას, ჯერ ცნობილი არ არის. გარდა ამისა, სალივანის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინას გაუგზავნის რაკეტებს Hawk-ის ინსტალაციისთვის. ესპანეთმა დადო პირობა, რომ ისიც გადასცემს ორ ასეთ ინსტალაციას უკრაინას. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა უკრაინელ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებიც ესპანეთში წვრთნებს გადიან. Hawk არის საშუალო დისტანციის საზენიტო სისტემა - მისი რაკეტები ხვდება სამიზნეებს 50 კმ-მდე დაშორებით და 20 კმ-მდე სიმაღლეზე. გარდა საზენიტო დანადგარებისა, რობლის თქმით, ესპანეთი უკრაინას გადასცემს ჰაუბიცების ბატარეას და დენის გენერატორებს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკი განმარტა, რომ აშშ-ს ახალი დახმარების პაკეტის მოცულობა, ფულადი თვალსაზრისით, 400 მილიონი დოლარი იქნება.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)