19:01 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 17:09:11, 1952 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა ხერსონში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა დაიწყეს

რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის ხერსონის რეგიონში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით,ნიკოლაევ-კრივოი როგის მიმართულებით მიმდინარეობს რუსული ჯარების ქვედანაყოფების მანევრი მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მომზადებულ პოზიციებზე დამტკიცებული გეგმის მკაცრი დაცვით.

„რუსული ჯარების ჯგუფის ნაწილები მანევრირებას ახდენენ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მომზადებულ პოზიციებზე დამტკიცებული გეგმის მკაცრად დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხერსონში რუსული ჯარების მნიშვნელოვანი ჯგუფია და  უბრძოლველად უკან დახევის ნიშნები არ არის .

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს, რადგან მტერი უბრძოლველად არ აპირებს პოზიციების დათმობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics