|
2022-11-09 17:09:46, 1032 ნახვა
პოლიტიკა
რომის პაპი უკრაინასთან ომში რუსეთის მიერ ე.წ. დაქირავებული მებრძოლების ჩართვას გმობს
ოთხშაბათს, ვატიკანში მორწმუნეებისადმი ყოველკვირეული გამოსვლისას, რომის პაპმა ფრანცისკემ პირველად ისაუბრა დაქირავებულ მებრძოლებზე, რომელთა სისასტიკით, როგორც მან განაცხადა, იტანჯება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა. რომის პაპმა არ დააკონკრეტა, თუ რა სახის დაქირავებულებს გულისხმობდა, მაგრამ დასავლური პრესა თვლის, რომ, სავარაუდოდ, საუბარია ვაგნერის დაჯგუფებაზე, კერძო სამხედრო კომპანიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ასევე ასრულებს საეჭვო მისიებს აზიასა და აფრიკაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)