20:00 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 18:31:40, 1007 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა აქვს ყველას, ვისაც ეკუთვნის

მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა აქვს ყველას, ვისაც ეკუთვნის. - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საფუძველს მოკლებულია საუბარი, რომ სააკაშვილთან შესვლაზე ვინმეს რაიმე სახის პრობლემა ექმნება.

„პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა არის პოლიტიკოსი, უცხო ქვეყნის მოქალაქე. საქართველოს კანონმდებლობით, მას პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება არ აქვს და ვერ შევიდოდა. რაც შეეხება ფსიქიატრს, ის არის ცენტრ „ემპათიას“ მიერ მოწვეული და აუცილებელი შესაბამისი დოკუმენტაცია თუ ექნება, შევა. მიხეილ სააკაშვილთან არც ერთ ადამიანს, ვისაც ეკუთვნოდა, შესვლის პრობლემა არ ჰქონია. ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილს 1 500 ვიზიტორი ჰყავდა. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია საუბარი, რომ ვინმეს რაიმე სახის პრობლემა ექმნება“. - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენცია და ტუბერკულოზი დაუდგინდა. დღეს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად ბრიტანეთიდან მოწვეული ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა ჩამოვიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics