|
2022-11-07 12:18:14, 1960 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი უკრაინის საჰაერო სივრცეში უპირატესობას ვერ მოიპოვებს
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს არ გააჩნია უპირატესობა უკრაინის საჰაერო სივრცეში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას უახლოეს თვეებში მოიპოვებს. როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რუსეთის მიერ საბრძოლო თვითმფრინავების დანაკარგები ახლის წარმოების შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. დაზვერვა ასევე ამბობს, რომ აგრესორი ქვეყნის შესაძლებლობა, განაახლოს საბრძოლო ავიაცია, კომპეტენტური პილოტების მომზადებისთვის საჭირო დროს ამცირებს. "რუსეთის მუდმივი საჰაერო უპირატესობის ნაკლებობა, სავარაუდოდ, ცუდ წვრთნებსა და გამოცდილი საჰაერო ეკიპაჟების დაკარგვას უკავშირდება", - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში. ცნობისთვის, 3 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში იმაზე ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომში, 10 წლის განმავლობაში. ზალუჟნის თქმით, უკრაინამ 278 რუსული თვითმფრინავი გაანადგურა მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დანაკარგი ავღანეთში 119 თვითმფრინავი იყო.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)