|
2022-11-07 09:41:02, 1901 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - კრემლის „ბირთვული თამაშები" კიევს მოლაპარაკებებს ვერ აიძულებს
კრემლის მაღალჩინოსნებმა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რიტორიკის დეესკალაცია დაიწყეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. მათი ცნობით, რიტორიკის ცვლილება მიუთითებს იმაზე, რომ რუსი სამხედროების მაღალჩინოსნებმა და კრემლის ოფიციალური პირებმა, სავარაუდოდ, გარკვეულწილად იცოდნენ უკრაინის ან ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების უზარმაზარი ხარჯები, რაც რუსეთისთვის მცირე ოპერაციულ სარგებელს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი ოფიციალური პირები არაერთხელ მიმართავდნენ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას და ასევე მიუთითებდნენ დასავლეთის ქვეყნებზე დარტყმის შესახებ. 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის სავარაუდო საფრთხის შემთხვევაში, გამოიყენებდა ყველა შესაძლო საშუალებას. ამასთან, ნატო ირწმუნება, რომ კრემლმა იცის ბირთვული იარაღის გამოყენების საშინელი შედეგები. გარდა ამისა, ყირიმის ხიდის დაზიანების შემდეგ, კრემლმა თავი აარიდა პირდაპირი პასუხის გაცემას ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხზე მსგავსი მოვლენების საპასუხოდ. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბირთვული დოქტრინა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გავრცელდება. ამავდროულად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ფრონტზე არსებულ ვითარებაზე გავლენას არ მოახდენს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)