22:14 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 17:39:22, 1236 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას

მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა, მის ხელთ არსებული ბერკეტი.

"მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას!
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საზოგადოების სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა, მის ხელთ არსებული ბერკეტი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციებსა და გამოწვევებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics