|
2022-11-04 09:23:19, 1826 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენი ბიჭები წინ მიიწევენ, რუსები კი ხომალდების გზას მიუყვებიან
ჩვენი ბიჭები წინ მიიწევენ, რაც შეეხება მარცვლეულს - გემები გზაში არიან, რაც შეეხება ოკუპანტებს, ისინიც გზაში არიან, ხომალდების გზას მიუყვებიან - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთმა, უკრაინას ბრძოლის ველზე ვრ დაამარცხა და ახლა ენერგოინდუსტრიის წინააღმდეგ ტერორს მიმართა. „რაც შეეხება ფრონტს, ბიჭები წინ მიიწევენ, რაც შეეხება მარცვლეულს - გემები გზაში არიან, რაც შეეხება ოკუპანტებს, ისინიც გზაში არიან, ხომალდების გზას მიუყვებიან! ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანაა, გავუძლოთ რუსეთის ენერგეტიკულ ტერორს და ასეთ გამოწვევას. ის ფაქტი, რომ რუსეთმა ენერგო ინდუსტრიის წინააღმდეგ ტერორს მიმართა, მტრის სისუსტეზე მეტყველებს. ისინი ვერ ამარცხებენ უკრაინას ბრძოლის ველზე და ამიტომ ცდილობენ ჩვენი ხალხის გატეხვას ამ გზით - დაამცირონ უკრაინელები, დაარტყან ჩვენი ხალხის მორალს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას. მე მჯერა, რომ რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს. ეს ყოველთვის ასე იქნება. მიუხედავად მტრული არტილერიის ფიზიკური უპირატესობისა, ჩვენი ჯარისკაცები საუკეთესო შედეგებს გვაძლევენ. ჩვენი არტილერისტების უპირატესობა ხარისხობრივია - უნარი, დაზვერვა, საკუთარი თავის და ჩვენი ქვეყნის რწმენა”,- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)