23:26 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 21:41:18, 997 ნახვა

პოლიტიკა
ფარკასი - ნიკა გვარამიას უსამართლო პატიმრობა მისი დაუყონებლივ გათავისუფლებით უნდა დასრულდეს

ნიკა გვარამიას უსამართლო პატიმრობა მისი დაუყონებლივ გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. - ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეველინ ფარკასმა განაცხადა.

მისივე თქმით, მაკკეინის ინსტიტუტი გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერას.

"ნიკა გვარამიას უსამართლო პატიმრობა მისი დაუყონებლივ გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. მაკკეინის ინსტიტუტი გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც აუცილებელია იმ დემოკრატიის ასაშენებლად, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics