02:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 11:50:40, 1257 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი პრაღაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩეხ კოლეგა ვლასტიმილ ვალეკის შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, პრაღაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩეხ კოლეგა ვლასტიმილ ვალეკის შეხვდა. მხარეებმა, სამედიცინო და ფარმაცევტულ სისტემაზე იმსჯელეს და განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა, წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესების საკითხზე. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კლინიკების აკრედიტაციის საკითხს, რისი ვალდებულებაც, სამედიცინო დაწესებულებებს, 2025 წლიდან გაუჩნდებათ. ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ინიციატივა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. შეხვედრაზე, ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის საქართველოში სტუმრობაც დაიგეგმა.

ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, მოტოლის საუნივერსიტეტო, მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა და იმ სერვისებს გაეცნო, რასაც საავადმყოფო პაციენტებს სთავაზობს. ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ასევე ჩეხეთისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics