|
2022-11-02 21:09:55, 1780 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - ვიტოვებთ უფლებას გავიდეთ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“, თუ უკრაინის მხრიდან გარანტიები დაირღვევა
რუსეთი უფლებას იტოვებს, გავიდეს „მარცვლეულის შეთანხმებიდან“, თუ უკრაინის მხრიდან გარანტიები იქნება დარღვეული. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინული მხარისგან მოითხოვა გარანტიები, რომ ჰუმანიტარული დერეფნების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება არ მოხდება. „გავეცი მითითება, განაახლოს ჩვენი სრულფასოვანი მონაწილეობა ამ სამუშაოში. ამასთან, რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს ამ შეთანხმებებიდან იმ შემთხვევაში, თუ გარანტიები უკრაინის მხრიდან დარღვეული იქნება. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემთხვევაშიც, მზად ვიქნებით, მივაწოდოთ მარცვლეულის მთელი მოცულობა, რომლის მიწოდებაც უკრაინის ტერიტორიიდან ყველაზე ღარიბ ქვეყნებში მოხდა, ეს კი მხოლოდ ოთხი პროცენტია“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)