|
2022-11-01 16:43:58, 1711 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - რუსულ გიჟურ თავშესაფარში აღარ მალავენ, რომ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავენ
ტერორისტებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი ომის დანაშაულებსა და გენოციდს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. ერმაკის თქმით, რუსეთში აღარ მალავენ, რომ ბომბავენ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რომელსაც უწოდებენ ობიექტებს, რომელიც გავლენას ახდენენ ჩვენს სამხედრო პოტენციალზე "რუსულ გიჟურ თავშესაფარში აღარ მალავენ, რომ ბომბავენ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რომელსაც უწოდებენ ობიექტებს, რომელიც გავლენას ახდენენ ჩვენს სამხედრო პოტენციალზე. ტერორისტებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი ომის დანაშაულებსა და გენოციდს“,- განაცხადა ერმაკმა. მისივე თქმით, რუსეთი ვერც უკრაინის სამხედრო პოტენციალის შემცირებას და ვერც ხალხის გატეხვას ვერ შეძლებს. "ჩვენ განვდევნით მათ ჯარს უკრაინიდან. მაგრამ შემდეგ იქნება ისეთი რამ, რაც არ მოეწონებათ არც ამ შეშლილებს, არც მათ შვილებს, რომლებიც ასევე გადაიხდიან თავიანთ დანაშაულს და არც რუსების თაობებს, რომლებიც იზოლირებულნი იქნებიან. სიგიჟეს ყოველთვის აქვს შედეგები",- დასძინა ერმაკმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)