|
2022-11-01 09:17:16, 1904 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას არ წყვეტს, მხოლოდ აჩერებს
რუსეთი არ წყვეტს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას, არამედ მხოლოდ აჩერებს,-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გაერო-ს თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე მუშაობაში. „ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვწყვეტთ ამ ოპერაციაში მონაწილეობას, არა. ჩვენ ვამბობთ, რომ ვაჩერებთ. გაერო-ს თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ მის მუშაობაში, რისთვისაც ჩვენ მათი მადლობელი ვართ. მაშინ, ჩაატარონ მათ მუშაობა უკრაინასთან და უკრაინამ უნდა გასცეს გარანტია, რომ სამოქალაქო გემებისთვის და რუსეთის მომარაგების გემებისთვის საფრთხეები არ შეიქმნება“,- განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს, აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში , დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ გამო, რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა. უკრაინიდან პროდუქციის გადამზიდავი 218 გემის მოძრაობა დაბლოკილია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)