16:45 - 20 Aug, 2026
|
2022-10-31 11:04:35, 1678 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული
დილით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე მასიური დარტყმა განახორციელა. რამდენიმე რაიონში ისმოდა აფეთქებები, იყო დარტყმები ენერგო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. აღნიშულის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორი, ვიტალი კიმმი ავრცელებს. საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება ყველა რაიონშია გამოცხადებული. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ამტკიცებს, რომ არსებობს ინფორმაცია უკრაინის თავზე მტრის 40 რაკეტის გაშვების შესახებ. მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ხარკოვში, ვინიცაში, ჩერკასში, ხაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკიში. ცნობისთვის, გასული დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა ნიკოლაივში, ხერსონში, ხარკოვში და უკრაინის სხვა რაიონებში 20-ზე მეტი დასახლება დაბომბეს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)