17:01 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 14:47:59, 2041 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერი მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნონა გალოგრესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე არჩილ ბერიძესთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი. 

 ადგილობრივებს ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებმა სამინისტროს პროგრამების, პროექტებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მათ ასევე, ადგილზე მოისმინეს სოფლის საჭიროებები და შესაბამისი უწყებების ჩართულობით იმსჯელეს მოგვარების გზებზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics