|
2022-10-26 13:42:49, 1578 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 გაიმართება
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება - FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 გაიმართება. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, ღონისძიებას სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსი“ უმასპინძლებს. მათი ინფორმაციით, დაჯილდოება საერთაშორისო კონფერენციით „მწვანე ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქები“ გაიხსნება. „ღონისძიებაზე უძრავი ქონების სექტორის წამყვანი მოთამაშეები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან შეიკრიბებიან. კონფერენციაში მონაწილეობას სფეროს ექსპერტები მიიღებენ აშშ-დან, ევროპიდან, აზიიდან და ემირატებიდან. რაც შეეხება დაჯილდოებას, ეროვნულ დონეზე შერჩეულ პროექტებს ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად, სფეროს წამყვანი ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამოავლენენ. გამარჯვებულები მონაწილეობას საერთაშორისო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d”Excellence Awars-ზე მიიღებენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. „FIABCI Prix d”Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოების 30 წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი იშლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოხარული ვართ, რომ ამჯერადაც გვერდში გვიდგას, ჩვენი ერთგული პარტნიორი „საქართველოს ბანკი“. ამ დაჯილდოებით გვინდა გამოვავლინოთ მდგრადი და მედეგი პროექტები და შენობები. ასევე, ის ადამიანები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ გარემოს ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიმართულებით“, - განაცხადა FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა, ლიკა ქარდავამ. „საქართველოს ბანკი“ უძრავი ქონების მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ ისეთი ღონისძიების გენერალური პარტნიორები, როგორიცაა რეგიონში პირველი, უძრავი ქონების პროექტების ეროვნული დაჯილდოება - FIABCI-Georgia Prix d”Excellence Awards. ეს არის საერთაშორისო და მასშტაბური ღონისძიება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას, როგორც უძრავი ქონების, ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესისთვის საინტერესო ლოკაციას. ღონისძიების ფარგლებში ინვესტორები მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან ქართული უძრავი ქონების ბაზარს და გაიგებენ, შესაძლებლობებს რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ამ მიმართულებით“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, FIABCI-Georgia საქმიანი შესაძლებლობების მოძიების, სწავლისა და კონტაქტების დამყარების უნიკალური პლატფორმაა. მათი განმარტებით, მისი მიზანია, აღნიშნული ღონისძიებით საქართველო საერთაშორისო რუკაზე დაპოზიციონირდეს, როგორც მაღალი დონის, საინტერესო პროექტების განმავითარებელი ქვეყანა. უძრავი ქონების პროექტების Prix d’Excellence დაჯილდოება მუდმივ ხასიათს მიიღებს და საერთაშორისო კონფერენციასთან ერთად, სხვადასხვა ქალაქებში, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)