|
2022-10-26 08:53:17, 1725 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი დნიპროზე განხორციელებულ თავდასხმაზე - შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი
შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მდინარე დნეპროზე რუსი ოკუპანტების თავდასხმას. მისი თქმით, უკრაინა ყოველდღე ებრძვის ტერორისტებს, რომლებიც კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავენ ქალაქებს და ანგრევენ უკრაინელების სიცოცხლესა და ბედს. "დღეს მორიგი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ამის შედეგად დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის - ორსული ქალი. სამი მსხვერპლი საავადმყოფოში მოათავსეს. ჩვენ არასდროს ვაპატიებთ. ანგარიშსწორება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში 25 ოქტომბერს მიიტანეს. რუსული რაკეტის ფრაგმენტები ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურს დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაფიქსირდა ორი გარდაცვალების ფაქტი: ორსული ქალი დაიწვა მანქანაში, ხოლო ოპერატორი გარდაიცვალა ბენზინგასამართ სადგურთან მდებარე ავტოსამრეცხაოზე. ასევე ცნობილია სამი დაჭრილის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)