|
2022-10-25 23:23:22, 1953 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - მთავრობები შეიძლება იცვლებოდეს, თუმცა ბრიტანელი მეგობრების დახმარება უცვლელი დარჩება
მთავრობები შეიძლება იცვლებოდეს, თუმცა ბრიტანელი მეგობრების დახმარება უცვლელი დარჩება. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა და ბრიტანელი მეგობრებად რჩებიან. "ტელეფონით ვესაუბრე ბრიტანელ კოლეგა ჯეიმს კლევერლისთან, რომელიც ახლა თავიდან დაინიშნა პრემიერმინისტრ რიში სუნაკის უკვე ახალ მთავრობაში. მთავრობები შეიძლება იცვლებოდეს, თუმცა ჩვენი ბრიტანელი მეგობრების დახმარება უცვლელი დარჩება უკრაინის გამარჯვებამდე" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)