|
2022-10-25 18:23:37, 1477 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთის ფედერაციას არ აქვს საჰაერო უპირატესობა, მათი საბრძოლო მასალა იწურება
რუსეთის ფედერაციას არ აქვს საჰაერო უპირატესობა და მისი საბრძოლო მასალა იწურება. - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა ავრცელებს. მათივე თქმით, რუსეთის სარდლობა, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად მიმართავს მაღალი რისკის მქონე საბრძოლო მისიების შესრულებას. "რუსეთს ფრონტის ხაზზე კონტროლის გასაძლიერებლად საჰაერო უპირატესობის შენარჩუნება არ შეუძლია, მისი საარტილერიო საბრძოლო მასალა იწურება.რუსეთის სარდლობა, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად მიმართავს მაღალი რისკის მქონე საბრძოლო მისიების შესრულებას, ჯარების მჭიდრო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)