05:43 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 13:24:08, 794 ნახვა

საზოგადოება
გურამ გურამიშვილმა EU4Digital პროგრამის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ EU4Digital პროგრამის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული კონფერენციის მაღალი დონის პანელში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კრიზისის დროს ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს მიეძღვნა.
 
თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა დიგიტალიზაციის როლზე ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. მისი თქმით, საქართველო, ევროკავშირის მხარდაჭერით, აქტიურად ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც მიმართულია სექტორული ეკონომიკის სტრატეგიებსა და პროგრამებში  ციფრული ტრანსფორმაციის საკითხების ინტეგრირებაზე. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიმართულებით, რაც, საბოლოოდ, საქართველოს ციფრული ბაზრის ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან ინტეგრაციას  უზრუნველყოფს.  
 
მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში საქართველოსთვის განსაზღვრულ  ფლაგმან ინიციატივებზე, კერძოდ, შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო ციფრული კავშირის განვითარების და ადგილობრივი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics