05:43 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 11:20:48, 814 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში, ბმა-ს პროგრამის ფარგლებში, 119 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა

გლდანის რაიონის  გამგეობამ, ცხრა თვის განმავლობაში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 119 სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 929 406  ლარი დაიხარჯა. 

თბილისის მერიის ცნობით, მათ შორის,  წყალარინების შიდა და გარე ქსელი 21 მისამართზე შეიცვალა, 20  მისამართზე ამორტიზებული ლიფტი კაპიტალურად რეაბილიტირდა, ქანობიანი და ბრტყელი სახურავისა და წყალსაწრეტი მილების მოწესრიგების სამუშაოები  52 მისამართზე ჩატარდა,   სართულშუა ნაპრალის ამოვსების სამუშაოები 8 მისამართზე განხორციელდა. საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეების რეაბილიტაცია, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს რკინის კარის მოწყობა) კი, 18 მისამართზე დასრულდა. 

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობა 100%-ით აფინანსებს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა კი თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% ან 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და შემდგომ საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics