|
2022-10-24 21:43:38, 1694 ნახვა
ომი უკრაინაში
პელოსი - ირანი დიდ შეცდომას უშვებს რუსეთთან თანამშრომლობით
ირანი დიდ შეცდომას უშვებს რუსეთთან თანამშრომლობით. - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა განაცხადა. მისივე თქმით, უნდა ჰქონდეთ ბირთვული შეთანხმება ირანთან, რათა შეძლონ მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად აქციონ. „ვფიქრობ, ირანი დიდ შეცდომას უშვებს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვცდილობთ, გვქონდეს ბირთვული შეთანხმება ირანთან, რათა შევძლოთ მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ. ახლა ისინი რუსებს ეხმარებიან და სამყაროს ნაკლებად უსაფრთხო ადგილად ქმნიან.ირანის დაკავშირება რუსეთთან მესიჯი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის, რომელთაც შესაძლოა, თავის შეკავება სურთ გარკვეულ გლობალურ ორგანიზაციებში კენჭისყრისას, რუსეთთან ურთიერთობისას, კარგად დაფიქრდნენ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)