|
2022-10-22 11:26:43, 1773 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში ოკუპაციისგან 88 დასახლება გაათავისუფლეს
ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისაგან 88 დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა იტყობინება. აღნიშნულია, რომ გათავისუფლებულ სოფლებს შორისაა ნოვოდმიტრივკა, კოსტირკა, ჩერეშნევა, ნოვომიკოლაივკა, ნოვოპეტრივკა, ბლაკიტნე, სადაც სტაბილიზაციის ღონისძიებების კომპლექსი განხორციელდა. "თავდაცვის ძალებმა უკვე გაათავისუფლეს 88 დასახლებული პუნქტი, რომელშიც დაახლოებით 12 000 ადამიანი ცხოვრობს“, - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა უკრაინის სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთში რამდენიმე თვეა გრძელდება. ამჟამად ხარკოვის რეგიონში მხოლოდ 32 დასახლებაა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ . ასევე რთულია მტრის პოზიცია სამხრეთში. ხერსონის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები ცეცხლის ქვეშ აკონტროლებენ ოკუპანტების ყველა საკონტროლო ლოგისტიკური მარშრუტს. სამხედრო დამარცხების გამო, კრემლი ნოვოკახოვსკაია ჰესის კაშხლის აფეთქებით იმუქრება . უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი , დატბორვის საფრთხის წინაშეა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)