|
2022-10-20 17:15:41, 1864 ნახვა
ომი უკრაინაში
გონჩარენკო - საქართველოს დე ფაქტო მმართველს მხარის ასარჩევად 8 თვე ჰქონდა, ბიძინამ შანსი ხელიდან გაუშვა
ასეა, საქართველოს დე ფაქტო მმართველს მხარის ასარჩევად 8 თვე ჰქონდა,-ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებას. მისი თქმით, ბიძინამ ბიძინამ შანსი ხელიდან გაუშვა. „უკრაინა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს - ზელენსკის განკარგულებით. ასეა, საქართველოს დე ფაქტო მმართველს მხარის ასარჩევად 8 თვე ჰქონდა. ბიძინამ შანსი ხელიდან გაუშვა“,- წერს გონაჩარენკო. ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა.განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)