13:37 - 20 Aug, 2026
|
2022-10-19 16:23:29, 1968 ნახვა
ომი უკრაინაში
კლიჩკო - კიევში აფეთქების ხმა ისმის, საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდო
უკრაინის დედაქალაქ კიევში ძლიერი აფეთქების ხმა ისმის. როგორც უკრაინული მედია დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით წერს, კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. "საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო რამდენიმე რუსული რაკეტა კიევის თავზე. დარჩით თავშესაფარში. საჰაერო თავდაცვა აგრძელებს მუშაობას", - აცხადებს კლიჩკო. მანამდე, უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მელინდა სიმონსმა"ტვიტერზე" დაწერა, რომ ის შეხვედრებზე იყო, რა დროსაც აფეთქება მოხდა. „ახლა თავშესაფარში ვარ. აქ, ყველამ ლეპტოპი ან ტელეფონი ამოიღო და თავის საქმეს შეუდგა ან აგრძელებს შეხვედრებს“, - დაწერა ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)