|
2022-10-18 19:03:58, 1834 ნახვა
ომი უკრაინაში
ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი „ტერორისტულ რეჟიმად“ გამოაცხადა
ესტონეთის პარლამენტმა, სამშაბათს რუსეთი "ტერორისტულ რეჟიმად" და "ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ" გამოაცხადა უკრაინაში ომის გამო. „უკრაინის პარლამენტის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მოწოდების მხარდაჭერით, ჩვენი პარლქმენტი აცხადებს რუსეთის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, რომლის ქმედებებსაც ერთად უნდა დავუპირისპირდეთ“, - ნათქვამია ესტონეთის პარლამენტის თავჯდომარის განცხადებაში. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლებს, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების შეიარაღებულ ძალებს ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბირთვულმა საფრთხეებმა „რუსეთი გადააქცია მშვიდობის ყველაზე დიდ საფრთხედ როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში“. მან ასევე დაგმო რუსეთის ომი უკექინაში და მისი "ტერიტორიების უკანონო ანექსია". „მოვუწოდებთ ევროკავშირს და ნატოს წევრ ქვეყნებს გადამწყვეტად გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება. ეს საჭიროა რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად და მის ტერიტორიაზე უკრაინის სუვერენიტეტის აღსადგენად მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)