18:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-18 10:57:37, 1437 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

რუსეთში, ქალაქ იეისკში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე, ალექსეი კუზნეცოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

კუზნეცოვის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის 3 მოზარდია. 4 დაშავებული კრასნოდარის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ერთი კი, უკიდურესად მძიმე. 

"დაზარალებულებს უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება. დაზარალებულთა დახმარების გაწევა ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ მურაშკოს პირადი კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა კუზნეცოვმა.

სამძებრო სამუშაოების დროს, მაშველებმა 68 ადამიანის გადარჩენა, 360-ზე მეტის კი ევაკუაცია მოახერხეს.

შეგახსენებთ, რუსული სუ-34 ბომბდამშენი 17 ოქტომბერს, დაახლოებით, 18:20 საათზე კრასნოდარის მხარეში, ქალაქ იეისკში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს ჩამოვარდა. 

ავარიის შემდეგ, თვითმფრინავის საბრძოლო მასალა აფეთქდა, ხანძარი გავრცელდა მაღალსართულიან შენობაში, რომელშიც 556 ადამიანი ცხოვრობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics