|
2022-10-16 17:35:14, 1738 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთში პუტინის ავტორიტარიზმის დემონტაჟის გეგმა ხორცეილდება
რუსეთში პუტინის ავტორიტარიზმის დემონტაჟის გეგმა ხორცეილდება. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, მოსკოვში ბომბისგან დასაცავი თავშესაფრებ მზადდება. "პუტინის ავტორიტარიზმის დემონტაჟის გეგმა გაჩაღებულია: ქალაქის ქუჩების სრული სამობილიზაციო დასუფთავება; ბომბისგან დასაცავი თავშესაფრების მომზადება მოსკოვში წვევამდელების გასროლა ბელგოროდში გენერლების დაკავება და კონფლიქტი ახლო გარემოში შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერს დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)