12:45 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-15 16:24:30, 1934 ნახვა

ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - უკრაინელებმა ბახმუტთან კონტრშეტევა წამოიწყეს და ოკუპანტებს უკან დაახევინეს

უკრაინელებმა ბახმუტთან კონტრშეტევა წამოიწყეს და ოკუპანტებს უკან დაახევინეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსი სამხედროები კონტრშეტევას ცდილობდნენ, თუმცა ვერაფერი მიიღეს.

„სვატოვოეს მიმდებარედ გარკვეული წინსვლა იყო. რუსი სამხედროები კონტრშეტევას ცდილობდნენ, თუმცა ვერაფერი მიიღეს, ვერსად წავიდნენ წინ. ბახმუტთან ჩვენებმა კონტრშეტევა მოაწყვეს და უკან დაიხიეს [ოკუპანტებმა] ჩვენებმა კონტრშეტევა მოაწყვეს და ერთ-ერთი ადგილიდან მოისროლეს. არ ვამბობთ, რომელი ადგილიდან, რადგან გენერალურ შტაბს ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია“,- განაცხადა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინელმა სამხედროებმა უკვე 1600-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
ზელენსკი: სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა, რუსეთი სერიოზულად არ განიხილავს მშვიდობას
ქარელში თანასოფლელი მძიმედ დაჭრა - შიდა ქართლის პოლიციამ 1 პირი დააკავა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics