18:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-15 10:22:03, 1036 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთში, ბართინის პროვინციაში მაღაროში აფეთქება მოხდა, რომელსაც სულ მცირე, 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცოას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაღაროში აფეთქება გუშინ, 14 ოქტომბერს მოხდა - ადგილზე, დაახლოებით, 110 ადამიანი 300 მეტრის სიღრმეზე იმყოფებოდა.   

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას ინფორმაციით, მაღაროდან 11 ადამიანი გამოიყვანეს, რომლებსაც  სამედიცინო დახმარება უტარდებათ.  

. შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოლუს ცნობით, აფეთქება, წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით, 300 მეტრის სიღრმის ადგილზე მოხდა - 49 ადამიანი 300-დან 350 მეტრის სიღრმის ტერიტოიაზე "სარისკო" ზონაზე მუშაობდნენ.  

"არიან ადამიანები, რომელთა ადგილიდან გამოყვანასაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ",- განაცხადა მინისტრმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics