|
2022-10-14 16:01:16, 1277 ნახვა
ომი უკრაინაში
IAEA-ს ხელმძღვანელი - მალე მივაღწევთ ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურისთვის დამცავი ზონის შექმნას
მალე მივაღწევთ ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურისთვის დამცავი ზონის შექმნას. - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსმა განაცხადა. მისივე თქმით, სიტუაცია სადგურზე მიუღებელია და საჭიროა დაუყოვნებლივი ქმედებები მის დასაცავად. "მალე მივაღწევთ ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურისთვის დამცავი ზონის შექმნას. სიტუაცია სადგურზე მიუღებელია და ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი ქმედებები მის დასაცავად". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერსაც დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე 19 ადამიანი დაიღუპა, 105 კი დაშავდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)