09:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 15:59:55, 1076 ნახვა

საზოგადოება
ოხანაშვილი ვაკის პარკის ტრაგედიაზე - სამარცხვინოა, რომ ჟურნალისები ახლა ტრაგედიით მანიპულირებთ

სამარცხვინოა, რასაც ჟურნალისები ახლა აკეთებთ, ტრაგედიით მანიპულირებთ,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ამილახვარის კომენტარი ჟურნალისტებმა არასწორად გაიგეს და გააშუქეს, ამასთან, აქ სიტყვები უადგილოა და მთავარია, რომ გამოძიება დაწყებულია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული და თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დადგება და უნდა დადგეს.

„სამარცხვინოა, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, ტრაგედიით მანიპულირებთ. 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა და თქვენ პოლიტიკური დღის წესრიგი შემოგაქვთ აქ. აქ სიტყვები უადგილოა, მთავარია, რომ გამოძიება დაწყებულია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული და თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დადგება და უნდა დადგეს. ყველა სხვა განცხადება, რომელიც გადაგაქვთ პოლიტიკურ ჭრილში, კახა კალაძეს უკავშირებთ, ოცნებას დაუკავშირებთ, ამას გააკეთებთ, ეს არ გვიკვირს, ეს არის სამარცხვინო",- ამბობს ოხანაშვილი.

ცნობისთვის, ცოტახნის წინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არასრულწლოვანი ბავშვების მშობლებს უნდა დააკისროს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა.  

ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics