09:55 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 10:56:01, 804 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა CAREC-ის ჯანდაცვის ჯგუფის სამუშაო შეხვედრები გახსნა

თბილისში, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ჯანდაცვის ჯგუფის სამუშაო შეხვედრები დაიწყო. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც ზურაბ აზარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „კარეკის“ ჯანდაცვის სტრატეგია და რეგიონული საინვესტიციო ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ამ სამუშაო შეხვედრების დროს განიხილება, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები იქნება მასში მონაწილე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრისა და ტექნიკური დახმარების მისაღებად.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ შეინ როზენტალსა და სოციალური სექტორის დივიზიის დირექტორ რია ჰირაოკას შეხვდნენ. მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვისა და შრომითი უნარებს გაძლიერების საკითხები განიხილეს. იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც.

„კარეკის“ ჯანდაცვის ჯგუფის ორგანიზებით, COVID-19-ის მართვისას მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით დისკუსიაც გაიმართა. მომხსენებლებს შორის იყო ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.

ღონისძიებაში „კარეკის“ წევრი 10 ქვეყნის 70-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. მიზანი ჯანდაცვის რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და ამ მიმართულებით, ახალი ციფრული, ინოვაციური შესაძლებლობების გაზიარებაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics