|
2022-10-12 19:13:42, 1855 ნახვა
ომი უკრაინაში
შმიგალი - მოსახლეობა მომზადებული უნდა შეხვდეს თუ სინათლე ან სითბო გაქრება მასიური სარაკეტო შეტევების შედეგად
უკრაინელები მძიმე ზამთრისთვის უნდა მოემზადონ და საჭირო ნივთები მოიმარაგონ. - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობა ყველაფერს მომზადებული უნდა შეხვდეს თუ სინათლე ან სითბო გაქრება მასიური სარაკეტო შეტევების შედეგად. „ნუ გავალამაზებთ რეალობას, ეს ზამთარი რთული იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, საფუძვლიანად მოემზადონ ზამთრისთვის. სასურველია, თითოეულ ოჯახს ჰქონდეს საჭირო ელემენტარული ნივთების მარაგი: თბილი ტანსაცმელი, სანთლები, სანათები, ე.წ. ბატარეები. მნიშვნელოვანია ამის მომზადება იმ შემთხვევაში, თუ სინათლე ან სითბო გაქრება მასიური სარაკეტო შეტევების შედეგად“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ФСБ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე "ტერორისტული თავდასხმის" ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები იყვნენ. მათივე ცნობით, რუსეთმა, ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა. ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)