|
2022-10-12 17:15:34, 1812 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ნატო-ს მიზანი ომის თავიდან აცილებაა, პრიორიტეტი უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვა იქნება
ნატო არის თავდაცვითი ალიანსია, ნატო-ს მიზანია კონფლიქტებისა და ომის თავიდან აცილება, შესაბამისად, ვაძლიერებთ ჩვენს შემაკავებელ შესაძლებლობებს, რათა გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილი რუსეთს, რომ ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ყველა მოკავშირე. - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა,იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისიე თქმით,მთავარი პრიორიტეტი იქნება მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის. "ნატო არის უნიკალური პლატფორმა. ჩვენ გვაქვს ნატო-ს თავდაცვის დაგეგმარების პროცესი, გვაქვს შესაძლებლობების სამიზნეები, ვმუშაობთ სტანდარტიზაციაზე, ურთიერთთავსებადობაზე. ყველაფერი ეს არის ნატო-ს უნიკალური ინსტრუმენტები, რაც საშუალებას გვაძლევს, ვითანამშრომლოთ თავდაცვის ინდუსტრიასთან და მივაწოდოთ ინდუსტრიას გრძელვადიანი საჭიროებების მოთხოვნები, რათა მეტი ინვესტიცია მოხდეს წარმოების შესაძლებლობებში, რომ შევძლოთ მეტი იარაღის, აღჭურვილობის წარმოება, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი თავდაცვა და შეკავება და ასევე გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. ნატო-ს მიზანია კონფლიქტებისა და ომის თავიდან აცილება. შესაბამისად, ვაძლიერებთ ჩვენს შემაკავებელ შესაძლებლობებს, რათა გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილი რუსეთს, რომ ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ყველა მოკავშირე". - ნათქვაია განცხადებაში. მათივე ცნობით, რუსეთმა, ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა. ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)