|
2022-10-12 13:52:26, 4974 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ციფრულ პლატფორმას- bogpay.ge-ს ახალი ფუნქციონალი დაემატა
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებლისთვის ახალი ფუნქციონალი დაამატა. კერძოდ, „საქართველოს ბანკის“ ციფრული პლატფორმის - bogpay.ge-ის მეშვეობით სხვა ქართული ბანკის ბარათიდან გადმორიცხული თანხის ანგარიშზე მომენტალურად ასახვა უკვე შესაძლებელია. თანხის გამოყენებას მომხმარებელი ჩარიცხვისთანავე შეძლებს. ,,მოხარულები ვართ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დავნერგოთ, რაც გულისხმობს bogpay.ge-ის მეშვეობით სხვა ქართული ბანკის ბარათიდან გადმორიცხული თანხის მომენტალურად ასახვის შესაძლებლობას. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, პლატფორმას კიდევ არაერთი სიახლე დავამატოთ“- აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. bogpay.ge წარმოადგენს „საქართველოს ბანკის“ ციფრულ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, უსაფრთხოდ არის შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციის განხორციელება, თანაც ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. ციფრული პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა. bogpay.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია 400-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან. ამ ეტაპზე სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ვებგვერდის საშუალებით, მოგვიანებით კი დაემატება აპლიკაცია iOS და Android სისტემებზე.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)