|
2022-10-11 10:20:53, 1862 ნახვა
ომი უკრაინაში
სარაკეტო თავდასხმა უკრაინის ქალაქებზე - დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, 105 კი დაშავდა
უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე 19 ადამიანი დაიღუპა, 105 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახური იტყობინება . კიევსა და 12 რეგიონში დაბომბვის შედეგად 30-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა.კიევის, ლვოვის, სუმის, ტერნოპოლისა და ხმელნიცკის რაიონებში 301 დასახლებული პუნქტი ენერგეტიკის გარეშეა დარჩენილი. „სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ელექტროენერგიის მიწოდებაში ჩართო 22 ელექტროსადგური, მათ შორის 15 ჯანდაცვის დაწესებულება დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, სუმის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის რეგიონებში, ასევე 7 ელექტროსადგური კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში. ენერგეტიკოსების თქმით, ელექტრომომარაგება აღდგენილია 3571 დასახლებაში პოლტავას, სუმის, ტერნოპოლის, ლვოვის, კიევისა და ხმელნიცკის რაიონებში. ხანძრის ჩაქრობასა და სამაშველო ოპერაციებში 1000-ზე მეტი ადამიანი და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის 120-მდე ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)