|
2022-10-10 19:01:08, 1785 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი -დღევანდელმა ძლიერმა სარაკეტო თავდასხმებმა ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას დაარტყა
დღევანდელმა ძლიერმა სარაკეტო თავდასხმებმა ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას დაარტყა. - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს არ ყავს დიდი რაოდენობის რაკეტა დარჩენილი. "დღევანდელმა ძლიერმა სარაკეტო თავდასხმებმა ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას დაარტყა, ეს კიდევ ერთხელ არის სისუსტის გამოვლინება, ეს არის იმის გამოვლინება, რომ პუტინი მარცხდება. ამით მას სურს ჩვენში ქაოსი და პანიკა დათესოს,რუსეთს არ ყავს დიდი რაოდენობის რაკეტა დარჩენილი და ადრე თუ გვიან ისინი დასრულდება. ზუსტად ვიცით, რომ უკვე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 24 თებერვლამდე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)