|
2022-10-07 12:09:12, 1485 ნახვა
ეკონომიკა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიუჯეტი იზრდება
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის პარალელურად, გაიზარდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიუჯეტიც. გაზრდილი ბიუჯეტი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამსახურების ინფრასტრუქტურის შესაბამისი სტანდარტით მოწყობას და აღჭურვას. „გარემოს დაცვა სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ ფონზე, უმნიშვნელოვანესია გარემოს დამაბინძურებლების, ბრაკონიერების, უკანონო ტყითმოსარგებლეების სახელმწიფო კონტროლის აღსრულება. შესაბამისად, აუცილებელია მაკონტროლებელი სამსახურების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. გაზრდილი ბიუჯეტი ხელს შეუწყობს დეპარტამენტის უფრო ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც გარემოსდაცვით სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციისთვის, უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ. საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები 688,480.0 ათასი ლარით განისაზღვრა. სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი, 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 95.4 მლნ ლარითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, პრიორიტეტების მიხედვით, პროგრამების ბიუჯეტი სტაბილურად მზარდია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)