|
2022-10-06 22:21:53, 1923 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალური პროკურორი - ჩვენ გვჭირდება ტრიბუნალი, იმისათვის რომ პუტინი ჩადენილი ქმედებებისთვის დაისაჯოს
აგრესიის დანაშაულებისთვის, რაც ყველა სამხედრო დანაშაულის საწყისია ჩვენ გვჭირდება ტრიბუნალი. - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნებული იყვნენ, რომ პუტინი და მისი თანამზრახველები ჩადენილი ქმედებებისთვის დაისჯებიან. "აგრესიის დანაშაულებისთვის, რაც ყველა სამხედრო დანაშაულის საწყისია ჩვენ გვჭირდება ტრიბუნალი. კუპიანსკთან ჩვენ ვიპოვეთ 6 მანქანა, რომლებშიც 24 მოქალაქე იყო მოკლული, მათ შორის 13 ბავშვი და ერთი ორსული ქალი. ყველა მათგანი მანქანებში მოკლეს, ისინი გაქცევას ცდილობდნენ. მათი ცხედრები გადასვენებულია ხარკოვში, სადაც ექსპერტიზას ჩაუტარებენ ფრანგი ექსპერტები, რადგან ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა გახდა ამ ადამიანების სიკვდილის მიზეზი უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ პუტინი და თავისი გუნდი ჩადენილი დანაშულებებისთვის პასუხს აგებენ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა .
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)