|
2022-09-30 18:35:56, 1604 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი და უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიჰალი ხელს აწერენ უკრაინის ნატოში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას. ქვეყნის ხელმძღვანელებმა დოკუმენტს ხელი საჯაროდ მოაწერეს. ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავსებადობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან უკვე რეალურია. "დე ფაქტო ჩვენ უკვე ავიღეთ გზა ნატოსკენ. დე ფაქტო, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ თავსებადობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან. ისინი რეალურია უკრაინისთვის - რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. ეს არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. დე ფაქტო. დღეს უკრაინა აცხადებს, რომ ის დე იურე გახდეს. ისე, რომ შეესაბამება ჩვენს ვალდებულებას, დავიცვათ მთელი ჩვენი საზოგადოება. დაჩქარებული წესით. ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ უკრაინის ნატოში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განცხადებაზე ხელმოწერით." - განაცხადა ვლოდიმერ ზელენსკიმ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)