23:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 12:26:49, 845 ნახვა

მსოფლიო
დღეს, ნატო-ს გენერალური მდივანი დაუგეგმავ პრესსკონფერენციას გამართავს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს, დაუგეგმავ პრესსკონფერენციას გამართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ალიანის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პრესსკონფერენცია კიევის დროით 19:00 საათზე დაიწყება, გამოსვლის თემა უცნობია.

პრესსამსახურის ცნობით, მისი გამოსვლა ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ სტოლტენბერგის სასწრაფო გამოსვლა დღეს გაიმართება, როდესაც რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გამოცხადებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე "რეფერენდუმებს" არალეგიტიმურად ჩათვლიდა .

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ზაპოროჟიესა და ხერსონის „დამოუკიდებლობის“ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ეს ქმედება წინ უსწრებს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიის ცერემონიას, რომელიც დღეს, 30 სექტემბერს 15:00 საათზე კრემლში გაიმართება.

ამასთან, მოწვეული იქნება ასევე რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics