15:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 17:33:44, 848 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ ბათუმიდან საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა ორდღიანი საინფორმაციო-შემეცნებით ღონისძიება. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიების გახსნას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ.

უწყების ცნობით, სახალხო ღონისძიებაზე მოზარდებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს საშუალება აქვს, გაეცნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას, ასევე, შეუძლიათ დაათვალიერონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.

ბავშვები, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში.

მსგავსი საზოგადოებრივი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ 5 ქალაქში - ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, თელავსა და რუსთავში ჩატარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიას - „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება. სახალხო ღონისძიებების პარალელურად, პროექტი მოიცავს შსს-ს დანაყოფების, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის წარმომადგენლების ვიზიტებს სკოლებში. საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართება მოსწავლეებთან, რომლის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics