|
2022-09-29 11:16:58, 1131 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
2022 წლის 8 თვის შედეგებით, ბაზისბანკის ბიზნეს პორტფელი 1.17 მილიარდ ლარს აჭარბებს, ზრდამ 284 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 32%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპით, ქართულ ბანკებს შორის, ბაზისბანკი პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მოცულობით უმსხვილესი ბანკების სამეულშია. "მინდა აღვნიშნო, რომ ბაზისბანკს ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან და შესაბამისად, ბაზისბანკისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ბიზნესის დაკრედიტების კუთხით ჩვენი ბანკი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა ბაზარზე.“ - აცხადებს ბაზისბანკის კომერციული დირექტირი, გიორგი გაბუნია. აღსანიშნავია, რომ 8 თვის შედეგებით, ზრდა ასევე დაფიქსირდა შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით: ბანკის მთლიანი აქტივები წლის დასაწყისთან შედარებით 60%-ით გაიზარდა და 3.1 მილიარდი ლარი შეადგინა. 2022 წლის 1 აპრილიდან, ბაზისბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.4%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო დეპოზიტების ზრდამ 15.2% შეადგინა. ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლების ზრდა, ბანკის სწორი პოლიტიკისა და ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შედეგია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)